19 ივლისს წინანდალში, სასტუმრო „რადისონ ქოლექშენში“ , საქართველოში პირველად One Point-ის ორგანიზებით ბიზნეს სამიტი „მერიტო“ ჩატარდა, რომელმაც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალების საზეიმო დაჯილდოება „მერიტო“ და აგრეთვე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ნეთვორქინგ აქტივობები გააერთიანა.
„მერიტო“ პროფესიონალების ყოველწლიური დაჯილდოებაა, რომლის მიზანიც შიდა კორპორაციული მეწარმეობის წახალისება, დარგების განვითარება და ასევე ბიზნესში მოქმედი პროფესიონალების დაფასება და აღიარებაა.
7 თვეში ეს უკვე მეორე ჯილდოა, რომელიც ზუკამ პროექტის ფარგლებში მოიგო, რაც იმის მანიშნებელია რომ იმას რასაც ჩვენ ვაკეთებთ მნიშვნელოვანია ბევრი ადამიანისთვის, რადგან მხოლოდ ერთად შეგვიძლია განვავითაროთ ქართული განათლების სისტემა
Comentarios