ძალიან გვიხარია გაცნობოთ, რომ გუშინ საქართველოს ფერმერთა ასოციაცია/Georgian Farmers' Association -ისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო -ს ორგანიზებით გამართულ ყოველწლიურ ღონისძიებასა და დაჯილდოვებაზე, "ფერმერის დღე" ჩვენი დამფუძნებელი Zuka Makharashvili დასახელდა "2023 წლის ფერმერი საოკუპაციო ხაზთან" ჩვენი პროექტით "მეურნეობა". უდიდესი მადლობა ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტს ნინო ზამბახიძეს და ისრაელის ელჩს საქართველოში ჰადას მეიცადს
გაიგეთ პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია: https://thankyou.ge/pages/3
დაგვაფინანსეთ Donate on: https://fundraiser.ge/meurneoba
happy to share, yesterday at the Farmer's Day organized by the Georgian Farmers' Association and the Ministry of Agriculture of Georgia, Our founder Zuka Makharashvili was named "the Farmer of the Year near the occupation line" with our project Meurneoba, a very Special thanks to Nino Zambakhidze and the Ambassador of Israel to Georgia Hadas Meitzad
"ეს პრიზი ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს ვარწმუნებთ თუ რამდენად მნიშვნელოვანი პროექტი "მეურნეობა", იმისათვის რომ ქართული განათლების სისტემა სწრაფად დაეწიოს თანამედროვე სამყაროს. საჭიროა, სკოლებს ჰქონდეთ დამოუკიდებელი შემოსავალი, ხოლო ბავშვებმა სკოლის ასაკშივე შეძლონ პრაქტიკაში ისწავლონ ბიზნესის შექმნა და განვითარება. იმედი მაქვს, რომ ორ წელში მინიმუმ 10 სკოლაში შევქმნით საწარმოს და ამისთვის ყველა ადამიანის მხარდაჭერა გვჭირდება", - აღნიშნავს ზუკა მახარაშვილი.
Comentários