top of page

პირველი ფერმერული პოდკასტი - 'მეურნეობა' იწყება

ძალიან გვიხარია რომ 17 ნოემბრიდან, Meurneoba.ge -ს ახალი პროექტი, პირველი ქართული ფერმერული პოდკასტი ''მეურნეობა'' იწყება.


პოდკასტის ეპიზოდებში ჩვენ გაგაცნობთ თანამედროვე და ტექნოლოგიურ სოფლის მეურნეობას, წარმატებულ ქართველ ფერმერებს და გაგიზიარებთ მათ გამოცდილებას.


ჩვენი მიზანია გავხადოთ ქართული სოფლის მეურნეობა თანამედროვე, უფრო ხარისხიანი და შემოსავლიანი.

პოდკასტში გაიგებთ ყველაფერს თუ რა არის საჭირო წარმატებული აგრობიზნესისთვის.


რატომ პოდკასტი?

 

საქართველოში და მსოფლიოში პოდკასტები მზარდად პოპულარულია, ამის მიზეზი საზოგადოების ინტერესია მეგობრული გარემოდან მოისმინოს მისთვის საინტერესო თემაზე ინფორმაცია. პოდკასტის პოპულარობა მის სიმარტივეშიც არის, რადგან ის ხელმისაწვდომია ყველა პლატფორმაზე (Youtube, spotify, Tiktok, Instagram, Facebook) მსმენელს შეუძლია მას მოუსმინოს ან უყუროს ყველგან, იქნება ეს მანქანაში, სახლში, ვარჯიშის დროს თუ სხვა.


საქართველოში ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით სამუშაო ძალის 20 % დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში, რაც დაახლოებით 200-300 ათასი ადამიანია, ხოლო მოსახლეობის 30% შემხებლობაშია სოფლის მეურნეობასთან ან/და აქვს საკუთარი მეურნეობა.


ჯამურად სოფლის მეურნეობასთან კავშირში საქართველოში დაახლოებით 600 000 ადამიანია, ხოლო ამ ადამიანებს არ აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ სფეროში არსებულ ინოვაციებს ან გაიზიარონ წარმატებული ფერმერების გამოცდილება.


რა თემებზე იქნება პოდკასტი და ვინ იქნებიან სტუმრები?


პოდკასტის ეპიზოდებში ჩვენ ვისაუბრებთ ზოგადად ფერმერობაზე, გავიგებთ რას ვჭამთ, რა პროდუქტებია ქართულ ბაზარზე, სად იწარმოება, ასევე კონკრეტულ მიმართულებებზე როგორიც არის მერძევეობა, მეცხოველეობა, ხილი, ბოსტნეული, აგრო ბიზნესი, მესათბურეობა, აკვა მეურნეობა, ბიო მეურნეობა, ყველი, ტექნოლოგიები, აგრი სტარტაპები, ურბანული მეურნეობა, პრეპარატები და საკვები, აგრო ბიზნესი, ფინანსები, ხარჯები, ინვესტიცია, მომგებიანობა და ა.შ.


ჩვენი მიზანია გაგაცნოთ კონკრეტული მიმართულებებში წარმატებული ფერმერები და გაგიზიაროთ მათი გამოცდილება.


როგორ უნდა იყოს პოდკასტი ყურებადი?


როგორც უკვე ვთქვით საქართველოში დაახლოებით 600 000 ადამიანია ჩართული სოფლის მეურნეობაში, ხოლო მსგავსი კონტენტი არ არსებობს.


პოდკასტი მეურნეობა განთავსდება ყველა პლატფორმაზე:




ree


ამასთან, meurneoba.ge ვფლობთ საქართველოში ყველაზე დიდ სოფლის მეურნეობის განვითარების ჯგუფს ფეისბუქზე სადაც 210 000 წევრი გვყავს, ჯგუფის მართვის გამოცდილებამ დაგვანახა რომ ამ საზოაგდოებას აკლია ინფორმაცია და ჭირდება მსგავსი კონტენტი.


ამიტომ გვჯერა რომ პოდკასტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქართული სოფლის მეურნეობის განვითარებაში.


სანამ პირველი ეპიზოდი დაიდება, გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხები და დაელოდოთ ძალიან საინტერესო ეპიზოდებს!






Comments


©2023 by Meurneoba. Proudly created with Wix.com

bottom of page