აანთე მადლიერების ველი
ჩვენ ქვეყანაში და ჩვენ გარშემო, არსებობენ ადამიანები ვინც იმსახურებენ გულწრფელ მადლობასა და დაფასებას მათი საქმიანობის ცხოვრებისა თუ ჩვენდამი დამოკიდებულებების გამო. ესენი შეიძლება იყვნენ ჩვენი მშობლები, ოჯახის წევრები, საყვარელი ადამიანები, მეგობრები, თანამშრომლები, პარტნიორები ან/და სრულიად უცხო ადამიანები, რომელთა საქმიანობაც ჩვენ ცხოვრებას უფრო მარტივსა და მსუბუქს ხდის.
მადლიერების ველი თქვენი ჩართულობით შექმნილი ულამაზესი სივრცე იქნება, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ამ ადამიანებისთვის მადლიერების გამოხატვის საშუალებას ძალიან ლამაზი და საყვარელი მეთოდით გვაძლევს.
ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისთვის სასურველ ადამიანს გადაუხადოს მადლობა და სამუდამოდ გაანათოს ჩვენი ფერადი მანათობელი მის სახელზე, გაუგზავნოს სპეციალური ბარათი, რომელშიც აღნიშნული იქნება რომ ადრესატისთვის აინთო მადლობის მანათობელი, მანათობლის სპეციალური ნომერი და მიმართვა ადრესატის სახელზე ‘’მადლობა, იმისთვის რასაც აკეთებ, this will shine for you forever!’’
თითოეული მანათობელი წარმოადგენს მადლიერების მუდმივ სიმბოლოს, იმ ადამიანისთვის ვის სახელზეც ეს მანათობელი აინთება და სამუდამოდ იქნება განათებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ზემო ნიქოზში მადლიერების ველზე.
შემოსული თანხა მუდმივად და სრულად მოხმარდება ჩვენ პროექტს მეურნეობა, რომელიც ქართულ სკოლებისთვის მცირე და საშუალო საწარმოების მოწყობას ითვალისწინებს.
მოხვდით პირველ 500 ადამიანში და ისარგებლეთ 50%-იანი ფასდაკლებით და მხოლოდ 100 ლარად აანთეთ მადლიერების ველი:
ფასში შედის:
პერსონალური მანათობელი
5 წლის მოვლის ხარჯი
პერსონალური ბარათი ადრესატის სახელზე
სპეციალური აღმნიშვნელი თუ ვის სახელზე აინთო მანათობელი