top of page
Search

Meurneoba Education - მესამე საწარმოს ხსნის!

Meurneoba.ge ახალ საფეხურზე გადადის – ორ წელზე ნაკლებ დროში Meurneoba Education-მა უდიდესი ნაბიჯები გადადგა: მესამე საწარმოს გახსნით, ჩვენი მისია კიდევ უფრო ძლიერდება სოფელ მუხრანში მესამე საწარმო იხსნება!


მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ დასრულდა მნიშვნელოვანი გარიგება, რომლის მიხედვით Meurneoba.ge -ს და ახალი საწარმო შეემატება.





წლის დასაწყისში დავიწყეთ სამუშაოები ახალი საწარმოს კონცეფციაზე – სოფელ მუხრანში მდებარე, წარსულში ერთ-ერთ ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებულ სათბურს ვაცოცხლებთ თავიდან. 2500 კვ.მ ფართობის სათბური, რომელიც წლების წინ ავტომატიზებული სარწყავი, გათბობისა და კლიმატ კონტროლის სისტემებით იყო აღჭურვილი, ახალ სიცოცხლეს იძენს და ჩვენ პროექტში ერთ-ერთ მთავარ სადგურად გადაიქცევა.


მუხრანი Meurneoba-სთვის უკვე კარგად ნაცნობი და სტრატეგიული ადგილია. აქ მდებარე სკოლასთან ერთად წარმატებით ვახორციელებთ საგანმანათლებლო საწარმოს – ვარდის სასათბურე მეურნეობას. სწორედ ამიტომ, ახლომდებარე ფართის განვითარება ჩვენი საერთო ეკოსისტემის ლოგიკური გაგრძელებაა.


აღდგენის გეგმამ მალევე მოიპოვა მხარდაჭერა. ჩვენმა მოქმედებებმა ტერაბანკთან და პროგრამასთან აწარმოე საქართველოში, საფუძველი ჩაუყარა სამმხრივ შეთანხმებას, რის შედეგადაც Meurneoba.ge-ს მესამე ყველაზე მასშტაბური და ტექნოლოგიურად განვითარებული საწარმო შეემატება.


საწარმოო წარმადობა იქნება 48,000 კილოგრამი კიტრი ყოველ ოთხ თვეში – რაც ჩვენი წარმოების ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გარდა ამისა, მუხრანის ახალ საწარმოს Meurneoba.ge-ს ჰაბის ფუნქცია ექნება: ის გააერთიანებს Meurneoba-ს ყველა მიმდინარე პროექტს, გაამარტივებს მართვას და გახდება მთავარი საყრდენი მთელი პლატფორმისთვის.

პროექტის აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია და პირველი დარგვები 31 მაისისთვისაა დაგეგმილი ხოლო მოსავლის მიღება და რეალიზაცია კი 15 ივლისიდან დაიწყება.



 
 
 

Comments


©2023 by Meurneoba. Proudly created with Wix.com

bottom of page