top of page

სპარი ჩვენი პარტნიორია! - მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ!

2023 წელი ჩვენი პროექტისთვის მნიშვნელოვანი და გარდამტეხი წელი იყო, ჩვენ შევძელით და გავხსენით პირველი ‘მეურნეობა’ ცხინვალის მოსაზღვრე საოკუპაციო ზოლის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლაში, სადაც სკოლისთვის ავაშენეთ მარწყვის 500 კვ.მ სათბური.





ამავე წელს ჩვენ განათლების ხარისხის ცენტრში და განათლების სამინისტროში გავიარეთ სასწავლო პროგრამის აკრედიტაცია, რაც მნიშვენლოვნად დაგვეხმარა პროექტის წარმატებით წარმართვაში.

ამავე წელს ჩვენ მოვიგეთ საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოვეწლიურ დაჯილდოვებაზე ჯილდო ‘2023 წლის ფერმერი საოკუპაციო ხაზთან’, რაც დიდი აღიარება და სტიმული აღმოჩნდა ჩვენი გუნდისთვის და კიდევ უფრო დაგვაჯერა, რომ ის რასაც ვაკეთებთ აუცილებელი და უმნიშვნელოვანესია ჩვენი განათლების სისტემისთვის.

წლის ბოლოს კი ყველაზე სასიხარულო ამბავი მოხდა, ჩვენ მადლიერების კამპანიაში ჩაერთო სუპერმარკეტების ქსელი ‘სპარი’ რომლის დახმარება სასციცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ყველაზე კრიტიკულ დროს ჩვენი პროექტისთვის და 2023 წელი განსაკუთრებულად წარმატებით დავხურეთ.

‘‘Thankyou.ge - მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ’’ - ეს ჩვენი ფანდრაიზინგ კამპანიაა, რომელიც ადამიანებს ერთმანეთისთვის მადლიერების გამოხატვაში ეხმარება. ყველამ კარგად ვიცით რომ ჩვენ ქვეყანაში და ჩვენ გარშემო, არსებობენ ადამიანები ვინც იმსახურებენ გულწრფელ მადლობასა და დაფასებას მათი საქმიანობის ცხოვრებისა თუ ჩვენდამი დამოკიდებულებების გამო. ესენი შეიძლება იყვნენ ჩვენი მშობლები, ოჯახის წევრები, საყვარელი ადამიანები, მეგობრები, თანამშრომლები, პარტნიორები ან/და სრულიად უცხო ადამიანები, რომელთა საქმიანობაც ჩვენ ცხოვრებას უფრო მარტივსა და მსუბუქს ხდის. 

და წლის ბოლოს ამ კამპანიაში ჩაერთო სუპერმარკეტების ქსელი  ‘სპარი’, რომელმაც საახალწლოდ თავის 2900 თანამშრომელს გაუგზავნა ჩვენი მადლიერების მარწყვი ქოთანში, მისალოც ბარათებთან ერთად და თითოეულ მათგანს პერსონალურად გადაუხადა მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებენ.

 




       გვიხარია, რომ ‘სპარმა’ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ჩვენს პროქეტში მონაწილეობით, თითოეული თანამშრომელი გახადა მადლიერების კამპანიის მონაწილე და ცხადჰყო, რომ მათთვის  თითოეული თანამშრომელი ღირებულია და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება სოციალურ პროექტებში მათ ჩართულობას.




 

‘სპარის’ ჩართულობამ გვაგრძნობინა, რომ იმას, რასაც ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია და ისეთი მასშტაბური საერთაშორისო ბრენდი, როგორიც ‘სპარია’,   გვენდობა და გვაძლიერებს.

გვინდა პროექტის მთელი გუნდის სახელით, უდიდესი მადლიერება გამოვხატოთ სუპერმარკეტების ქსელ ‘სპარის’ მიმართ, მადლობა მათ ნდობისთვის, მადლობა მათ ყველაზე საჭირო დროს დახმარებისთვის, მადლობა მათ რომ იზიარებენ ჩვენ ქვეყანაში განათლების განვითარების საჭიროებას!

ვისურვებთ, რომ ‘სპარის’ საქციელი მისაბაძი ყოფილიყოს ყველა დიდი კომპანიისთვის, როგორც სოციალურ პროექტებში ჩართულობაში, ისე საკუთარი თანამშრომლების დაფასებაში.

წინ კი ბევრი საინტერესო მოვლენა გველის!




 


 

 

 

129 views0 comments

Comments


bottom of page