ოფიციალურად მოგვენიჭა განათლების სამინისტროს, განათლების ხარისხის ცენტრის სახელმწიფო აკრედიტაცია და უფლება ა(ა)იპ მეურნეობა განათლებისთვის „სასათბურე პირობებში მარწყვის მოყვანა-მოვლა“ პროფესიული მომზადების პროგრამის განხორციელების და კურსდამთავრებულებისათვის სერტიფიკატის გაცემის რომელსაც აღიარებს საქართველოს სახელმწიფო.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილებით დამტკიცებული
„პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის
განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა
და პირობების“ მე-18 მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე პროფესიული
მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების
მიმნიჭებელი საბჭოს სხდომა ჩატარდა 2023 წლის 9 ნოემბერს 14:00 საათზე. საბჭოს სხდომაში მონაწილე ყველა პირმა თანხმობა განაცხადა, რომ დისტანციური
ფორმით მიეღო მონაწილეობა საბჭოს მუშაობის პროცესში.
საბჭოს თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა ა(ა)იპ მეურნეობა განათლების „სასათბურე
პირობებში მარწყვის მოვლა-მოყვანა“ /01758/ - პროფესიული მომზადების პროგრამის
განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ საკითხი
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 8
წინააღმდეგი: 0
გადაწყვეტილება:
დაწესებულების მიერ პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის განხორციელების
უფლების მოპოვების განაცხადში ასახული ინფორმაციის, დარგის ექსპერტის დასკვნისა და
პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების
უფლების მიმნიჭებელი საბჭოს სხდომაზე დაინტერესებული მხარის მიერ დაფიქსირებული
პოზიციის შესწავლის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საქართველოს
მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილების მე-9 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების,
მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და მეორე პუნქტის შესაბამისად, ა(ა)იპ
მეურნეობა განათლებას (ს/კ: 404680751) მიენიჭოს უფლება განახორციელოს პროფესიული
მომზადების პროგრამა - სასათბურე პირობებში მარწყვის მოყვანა-მოვლა /01758/ (დანართი3).
Opmerkingen