2023 წელი ჩვენი პროექტისთვის MEURNEOBA - მნიშვნელოვანი და გარდამტეხი წელი იყო, ჩვენ შევძელით და გავხსენით პირველი ‘მეურნეობა’ ცხინვალის მოსაზღვრე საოკუპაციო ზოლის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლაში, სადაც სკოლისთვის ავაშენეთ მარწყვის 500 კვ.მ სათბური.
ამავე წელს ჩვენ განათლების ხარისხის ცენტრში და განათლების სამინისტროში გავიარეთ სასწავლო პროგრამის აკრედიტაცია, რაც მნიშვენლოვნად დაგვეხმარა პროექტის წარმატებით წარმართვაში.
ამავე წელს ჩვენ მოვიგეთ საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოვეწლიურ დაჯილდოვებაზე ჯილდო ‘2023 წლის ფერმერი საოკუპაციო ხაზთან’, რაც დიდი აღიარება და სტიმული აღმოჩნდა ჩვენი გუნდისთვის და კიდევ უფრო დაგვაჯერა, რომ ის რასაც ვაკეთებთ აუცილებელი და უმნიშვნელოვანესია ჩვენი განათლების სისტემისთვის.
2024 წლის დასაწყისში კი ჩვენ პროექტს შემოუერთდა და ჩვენი პარტნიორი გახდა დაცვის კომპანია 'ალგანი', რომელმაც სოფელ ზემო ნიქოზის სკოლაში, ჩვენი მარწყვის სათბურის დაცვაზე იზრუნა და გადმოგვცა დაცვის სათვალთვალო კამერები სათბურის უსაფრთხოების დასაცავად.
'ალგანის' ჩართულობამ გვაგრძნობინა, რომ იმას, რასაც ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია და ისეთი მასშტაბური ბრენდი, როგორიც ‘ალგანია’, გვენდობა გვაძლიერებს და გვიცავს.
გვინდა პროექტის მთელი გუნდის სახელით, უდიდესი მადლიერება გამოვხატოთ დაცვის კომპანია 'ალგანის' მიმართ, მადლობა მათ ნდობისთვის, მადლობა მათ ყველაზე საჭირო დროს დახმარებისთვის, მადლობა მათ რომ იზიარებენ ჩვენ ქვეყანაში განათლების განვითარების საჭიროებას!
ვისურვებთ, რომ ‘ალგანის’ საქციელი მისაბაძი ყოფილიყოს ყველა დიდი კომპანიისთვის, როგორც სოციალურ პროექტებში ჩართულობაში, ისე საკუთარი თანამშრომლების დაფასებაში.
წინ კი ბევრი საინტერესო მოვლენა გველის!
Comments