top of page

მეურნეობა - პირველი პროექტით ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ზემო ნიქოზის სკოლაში გაიხსნა

დასრულდა ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ზემო ნიქოზის სკოლაში ჩვენი პროექტის პირველი ეტაპი, რაც გულისხმობს 500 კვ.მ მარწვყის სათბურის მშენებლობასა და მარწყვის დარგვას.

პროექტი მეურნეობა გულისხმობს ქართული საჯარო სკოლებისთვის მცირე და საშუალო საწარმოების შექმნასა და Enterprise to School სწავლების მეთოდის დანერგვას ქართულ სასკოლო განათლების სისტემაში, რაც თავის მხრივ, საქართველოს საჯარო სკოლების ტერიტორიაზე, სხვადასხვა საწარმოების მოწყობასა და ახალი ბრენდის - მეურნეობა შექმნას ითვალისწინებს.





პროექტის შედეგად, მოსწავლეები პრაქტიკაში შეძლებენ ისწავლონ საწარმო და აგრო ტექნოლოგიები, მარკეტინგი, გაყიდვები, ბრენდინგი, მართვა და ლოჯისტიკა მეწარმეობა და ყველა იმ საჭირო რგოლის უნარ-ჩვევები, რაც საჭიროა საწარმოს მართვისა თუ ახალი ბრენდის შექმნისა და განვითარებისთვის.


ხოლო ქართულ სკოლებს კი ექნებათ საკუთარი და დამოუკიდებელი შემოსავალი, რომელსაც დახარჯავენ განვითარებისთვის საჭირო სხვადასხვა პროექტებში.


მეურნეობა - პირველი პროექტი:

მარწყვის 500 კვ.მ. სათბური სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლაში.

ლოკაცია: შიდა ქართლის რეგიონი, გორის მუნიციპალიტეტი, ქ. ცხინვალის მოსაზღვრე სოფელი ზემო ნიქოზი.


პროექტის ფარგლებში, პირველ საპილოტე ლოკაციად შეირჩა სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლა. ზემო ნიქოზი წარმოადგენს საოკუპაციო გამყოფი ზოლის სოფელს, ქალაქ ცხინვალის მოსაზღვრე სოფელს, რომელიც ცხინვალისგან სულ რამდენიმე მეტრშია.





ნიქოზიდან კარგად ჩანს ცხინვალის ქუჩებიც.

ნიქოზის სკოლაში სწავლობს 161 მოსწავლე.

ვინაიდან სოფელი ზემო ნიქოზი არის ჩვენი პროექტის პირველი პროექტი, მოხდება მიმდებარე ტერიტორიის განვითარება და პროექტის საბაზისო ადგილად იქცევა, სადაც გაიმართება სხვადასხვა მუდმივი კამპანიები პროექტები და ღონისძიებები

შემდეგი ეტაპი გულისხმობს მიწის დამუშავებას, მარწყვის დარგვას, ტერიტორიაზე კაფეს მოწყობას, მშვიდობის ფესტივალის დაფუძნებასა და სხვა ყველასთვის მნიშვნელოვან და საყვარელ აქტივობებს 🇬🇪🫶



4 views0 comments

Yorumlar


bottom of page