top of page

აანთე მადლიერების ველი ჩვენთან ერთად

მადლიერების ველი არის სივრცე სოფელ ზემო ნიქოზში, ჩვენი საგანმანათლებლო პროექტის ტერიტორიაზე, რომელსაც ყოველთვიურად ახალი მანათობლები შეემატება.


თითო მანათობელის ანთება ღირს 100 ლარი, რაშიც შედის მანათობლის ანთება, რომელიც სამუდამოდ იქნება ანთებული ადრესატის სახელზე, მანათობლის აღმნიშვნელი თუ ვის სახელზეა ანთებული მანათობელი, 5 წლის მოვლის საფასური, სპეციალური ბარათი, რომელიც გაეგზავნება ადრესატს გამგზავნის სახელით, რომ ამ ადამიანმა მის სახელზე მადლიერების ნიშნად, მადლიერების ველზე აანთო მანათობელი რომელიც სამუდამოდ იქნება ანთებული.





ჩვენი პროექტი ''მეურნეობა'' - არ იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო პროექტისთვის სპეციალურად შექმნილი ფანდრაიზინგ კამპანია ''Thankyou.ge  - მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებ'' - საიდანაც შემოსული თანხებით ჩვენ შევძელით მეურნეობის პირველი პროექტის დაწყება ცხინვალის მოსაზღვრე საოკუპაციო ზოლის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლაში, სადაც სკოლას ავუშენეთ მარწყვის 500 კვ.მ სათბური.





მადლიერების კამპანიის პირველი ეტაპი წარმატებით დავხურეთ და გადავდივართ მეორე ეტაპზე, რომელიც გულისხმობს მადლიერების დღის დაწესებას ჩვენ ქვეყანაში და იმედი გვაქვს თქვენი ჩართულობით ეს დღე წლების განმავლობაში ყველასთვის თბილი და საყვარელი დღესასწაული გახდება და ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი შემოგვიერთდება.


მადლიერების დღის დაწესება მადლიერების კამპანიის: ''Thankyou.ge მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებ!'' მეორე ეტაპია, რომლის შექმნის მიზანი იყო გაგვემარტივებინა ადამიანებისთვის მადლობის გადახდა.


Thankyou.ge - შევქმენით იმისთვის, რადგან ვთვლით რომ ჩვენ ქვეყანაში და ჩვენ გარშემო, არსებობენ ადამიანები რომლებიც იმსახურებენ გულწრფელ მადლობასა და დაფასებას მათი საქმიანობის ცხოვრებისა თუ ჩვენდამი დამოკიდებულებების გამო.


ესენი შეიძლება იყვნენ ჩვენი მშობლები, ოჯახის წევრები, საყვარელი ადამიანები, მეგობრები, თანამშრომლები, პარტნიორები ან/და სრულიად უცხო ადამიანები, რომელთა ყოველდღიური შრომა და საქმიანობა ჩვენ ცხოვრებას უფრო მარტივსა და მსუბუქს ხდის.





Strawberry Fields - Upper Nikozi - მადლიერების ველი



პროექტის ''მეურნეობა'' ფარგლებში ჩვენი სათბურის გვერდით ტერიტორიის განვითარებას ვგეგმავთ, სადაც კეთდება კაფე, მშვიდობის ბაღი, დავრგეთ სოფლის მთავარი ნაძვის ხე და სადაც 500 კვ.მ ტერიტორიაზე სპეციალური დიზაინით მოეწყობა მადლიერების ველი - ყოველწლიურად 10 დეკემბერს კი - გაიმართება მადლიერების დღის აღნიშვნა.


მადლიერების დღეს, ყოველწლიურად დამონტაჟდება 50 ცალი ახალი, მზის ენერგიაზე მომუშავე სპეციალურად დანომრილი ფერადად მანათობელი სანათი, რომელიც სამუდამოდ იქნება განათებული კონკრეტული ადამიანების სახელზე.


ამ ფორმით მათ გადავუხდით მადლობას იმისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის აკეთებენ და იქნება ერთგვარი დაჯილდოვების მსგავსი ცერემონია.






 This will shine for you forever!


ეს ადამიანები მიიღებენ შეტყობინებას რომ მათ სახელზე მადლიერების ველზე აინთო მანათობელი რომელიც სამუდამოდ იქნება განათებული, მათ გაეგზავნებათ/გადაეცემათ სპეციალური დიზაინით შექმნილი პერსონალური მადლობის ბარათები, სადაც აღნიშნული იქნება მანათობლის ნომერი, რომელიც აღნიშნავს კონკრეტულად ამ ადამიანის სახელსა და გვარს, ბარათში იქნება მიმართვა ადრესატს: მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებ! This will shine for you forever.


მადლიერების ველი იქნება ადგილი მადლობის გამოხატვისთვის, რომელიც ყოველწლიურად შეივსება ახალი მანათობლებით და საბოლოოდ ძალიან ლამაზ სივრცეს შექმნის.


ნებისმიერ ადამიანს შეუძლია 100 ლარის გადახდით, მისთვის სასურველ ადამიანს გადაუხადოს მადლობა და აანთოს ჩვენი ფერადი მანათობელი მის სახელზე, გაუგზავნოს სპეციალური ბარათი, რომელშიც აღნიშნული იქნება რომ ადრესატისთვის აინთო მადლობის მანათობელი, მანათობლის სპეციალური ნომერი და მიმართვა ადრესატის სახელზე ‘’მადლობა, იმისთვის რასაც აკეთებ, This will shine for you forever!





თითოეული მანათობელი წარმოადგენს მადლიერების მუდმივ სიმბოლოს, იმ ადამიანისთვის ვის სახელზეც ეს მანათობელი აინთება და სამუდამოდ იქნება განათებული.


შემოსული თანხა მუდმივად და სრულად მოხმარდება ჩვენ პროექტს მეურნეობა, რომელიც ქართულ სკოლებისთვის მცირე და საშუალო საწარმოების მოწყობას ითვალისწინებს.


პირველი მანათობლების დამონტაჟება იწყება 10 იანვრიდან - შესაკვეთად გთხოვთ დაგვიკავშირდით ჩვენ ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/meurneoba 




43 views0 comments

Kommentare


bottom of page