ყველა სიახლე

მეურნეობა — 2023 წლის ფერმერი საოკუპაციო ხაზთან

ზურაბ მახარაშვილი პროექტ „მეურნეობით“ 2023 წლის ფერმერად დასახელდა საოკუპაციო ხაზთან.

მეურნეობა — 2023 წლის ფერმერი საოკუპაციო ხაზთან

საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ „ფერმერის დღეზე“ ჩვენი დამფუძნებელი ზურაბ მახარაშვილი პროექტ „მეურნეობით“ დასახელდა „2023 წლის ფერმერად საოკუპაციო ხაზთან“.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტ ნინო ზამბახიძესა და ისრაელის ელჩს საქართველოში ჰადას მეიცადს.

„ეს პრიზი ჩემთვის ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს ვარწმუნებთ, რამდენად მნიშვნელოვანია პროექტი „მეურნეობა“ ქართული განათლების სისტემისთვის. საჭიროა, სკოლებს ჰქონდეთ დამოუკიდებელი შემოსავალი, ხოლო ბავშვებმა სკოლის ასაკშივე შეძლონ ბიზნესის შექმნისა და განვითარების პრაქტიკაში სწავლა“, — აღნიშნა ზურაბ მახარაშვილმა.

Wix-ზე გამოქვეყნებული ორიგინალი