ძალიან გვიხარია, რომ 17 ნოემბრიდან Meurneoba.ge-ს ახალი პროექტი — პირველი ქართული ფერმერული პოდკასტი „მეურნეობა“ იწყება.
პოდკასტის ეპიზოდებში გაგაცნობთ თანამედროვე და ტექნოლოგიურ სოფლის მეურნეობას, წარმატებულ ქართველ ფერმერებს და გაგიზიარებთ მათ გამოცდილებას.
ჩვენი მიზანია ქართული სოფლის მეურნეობა გავხადოთ თანამედროვე, უფრო ხარისხიანი და შემოსავლიანი. პოდკასტში გაიგებთ ყველაფერს, რაც წარმატებული აგრობიზნესისთვის არის საჭირო.
რატომ პოდკასტი?
საქართველოში და მსოფლიოში პოდკასტები სულ უფრო პოპულარული ხდება. მისი სიმარტივე მსმენელს აძლევს შესაძლებლობას მისთვის საინტერესო თემას მოუსმინოს მანქანაში, სახლში, ვარჯიშისას თუ სხვა გარემოში.
საქართველოში სამუშაო ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი სოფლის მეურნეობაშია ჩართული, თუმცა მათ ხშირად არ აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ დარგის ინოვაციებს ან გაიზიარონ წარმატებული ფერმერების გამოცდილება.
რა თემებზე იქნება პოდკასტი და ვინ იქნებიან სტუმრები?
ვისაუბრებთ ფერმერობაზე, ქართულ ბაზარზე არსებულ პროდუქტებზე, მერძევეობაზე, მეცხოველეობაზე, ხილსა და ბოსტნეულზე, მესათბურეობაზე, აკვა და ბიო მეურნეობაზე, აგროტექნოლოგიებზე, აგროსტარტაპებზე, ფინანსებზე, ხარჯებზე, ინვესტიციებსა და მომგებიანობაზე.
ჩვენი მიზანია გაგაცნოთ კონკრეტულ მიმართულებებში წარმატებული ფერმერები და გაგიზიაროთ მათი გამოცდილება.
პოდკასტი „მეურნეობა“ განთავსდება YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე, Spotify-სა და LinkedIn-ზე.
გვჯერა, რომ პოდკასტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქართული სოფლის მეურნეობის განვითარებაში. გამოიწერეთ ჩვენი არხები და დაელოდეთ საინტერესო ეპიზოდებს.
Wix-ზე გამოქვეყნებული ორიგინალი



