ყველა სიახლე

Meurneoba Education მესამე საწარმოს ხსნის

სოფელ მუხრანში 2,500 კვ.მ ტექნოლოგიური სათბურის აღდგენა და Meurneoba-ს ახალი ჰაბის შექმნა იწყება.

Meurneoba Education მესამე საწარმოს ხსნის

Meurneoba.ge ახალ საფეხურზე გადადის — ორ წელზე ნაკლებ დროში Meurneoba Education-მა დიდი ნაბიჯები გადადგა და სოფელ მუხრანში მესამე საწარმოს ხსნის.

დასრულდა მნიშვნელოვანი გარიგება, რომლის შედეგად Meurneoba.ge-ს ახალი საწარმო შეემატება.

წლის დასაწყისში დავიწყეთ ახალი საწარმოს კონცეფციაზე მუშაობა. სოფელ მუხრანში მდებარე, წარსულში ერთ-ერთ ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებულ სათბურს თავიდან ვაცოცხლებთ. 2,500 კვ.მ სათბური, რომელიც ავტომატიზებული სარწყავი, გათბობისა და კლიმატკონტროლის სისტემებით იყო აღჭურვილი, ახალ სიცოცხლეს იძენს.

მუხრანი Meurneoba-სთვის ნაცნობი და სტრატეგიული ადგილია. აქ მდებარე სკოლასთან ერთად წარმატებით ვახორციელებთ საგანმანათლებლო საწარმოს — ვარდის სასათბურე მეურნეობას.

აღდგენის გეგმამ მხარდაჭერა მალევე მოიპოვა. ტერაბანკთან და პროგრამასთან „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობამ სამმხრივ შეთანხმებას ჩაუყარა საფუძველი.

საწარმოო წარმადობა ყოველ ოთხ თვეში 48,000 კილოგრამი კიტრი იქნება — ჩვენი წარმოების ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

მუხრანის ახალ საწარმოს Meurneoba.ge-ს ჰაბის ფუნქციაც ექნება: ის გააერთიანებს მიმდინარე პროექტებს, გაამარტივებს მართვას და გახდება მთელი პლატფორმის მთავარი საყრდენი.

აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

Wix-ზე გამოქვეყნებული ორიგინალი