ყველა სიახლე

Thankyou.ge — მადლიერების ველის კამპანია დაიწყო

ფანდრაიზინგ კამპანიის მესამე ეტაპი პროექტ „მეურნეობის“ განვითარებასა და სკოლებში გაფართოებას ემსახურება.

Thankyou.ge — მადლიერების ველის კამპანია დაიწყო

ოფიციალურად დაიწყო ჩვენი ფანდრაიზინგ კამპანიის — „მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებ“ — მესამე ეტაპი.

თუ გსურთ პროექტის განვითარება და უფრო მეტ სკოლაში „მეურნეობის“ დანერგვა, შეგიძლიათ ჩაერთოთ კამპანიაში Thankyou.ge — აანთოთ მადლიერების ველი და გახდეთ ამ სივრცის შემქმნელი.

კამპანიიდან შემოსული თანხა სრულად ხმარდება პროექტ „მეურნეობას“. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანის მიმართ მადლიერება ორიგინალურად გამოხატოს და მის სახელზე მადლიერების ველზე მანათობელი აანთოს.

ადრესატი მიიღებს სპეციალურ ბარათს, რომელშიც მითითებული იქნება მანათობლის ნომერი და მიმართვა: „მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებ — this will shine for you forever!“

თითოეული მანათობელი მადლიერების მუდმივი სიმბოლოა და სოფელ ზემო ნიქოზში, მადლიერების ველზე, ადრესატის სახელზე იქნება განათებული.

შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ქართულ სკოლებში მცირე და საშუალო საწარმოების მოწყობას.

Wix-ზე გამოქვეყნებული ორიგინალი