ყველა სიახლე

მადლიერების ველი და მადლიერების დღე

ახალი სივრცე და დღესასწაული, რომელიც მადლიერების გამოხატვასა და სასკოლო საწარმოების მხარდაჭერას აერთიანებს.

მადლიერების ველი და მადლიერების დღე

პროექტი „მეურნეობა“ ვერ იარსებებდა სპეციალურად შექმნილი ფანდრაიზინგ კამპანიის — „Thankyou.ge — მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებ“ — გარეშე.

კამპანიიდან შემოსული თანხით ზემო ნიქოზის საჯარო სკოლაში მარწყვის 500 კვ.მ სათბური ავაშენეთ.

კამპანიის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ გადავედით მეორე ეტაპზე — მადლიერების დღის დაწესებასა და მადლიერების ველის შექმნაზე.

Thankyou.ge შევქმენით იმისთვის, რომ ადამიანებისთვის მადლობის გადახდა გაგვემარტივებინა. ჩვენს გარშემო ბევრი ადამიანია, რომელიც გულწრფელ მადლობასა და დაფასებას იმსახურებს.

სათბურის გვერდით ვითარდება სივრცე, სადაც კეთდება კაფე, მშვიდობის ბაღი და 500 კვ.მ ტერიტორიაზე სპეციალური დიზაინით მადლიერების ველი მოეწყობა.

ყოველწლიურად დაემატება მზის ენერგიაზე მომუშავე, სპეციალურად დანომრილი ფერადი მანათობლები, რომლებიც კონკრეტული ადამიანების სახელზე იქნება განათებული.

This will shine for you forever!

მადლიერების ველი ყოველწლიურად შეივსება ახალი მანათობლებით. შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ქართულ სკოლებში მცირე და საშუალო საწარმოების შექმნას.

Wix-ზე გამოქვეყნებული ორიგინალი