ყველა სიახლე

ზუკა მახარაშვილი „მერიტოს“ გამარჯვებულია

ბიზნეს სამიტ „მერიტოზე“ ზუკა მახარაშვილი წლის პროფესიონალის ჯილდოს მფლობელი გახდა.

ზუკა მახარაშვილი „მერიტოს“ გამარჯვებულია

19 ივლისს წინანდალში, სასტუმრო „რადისონ ქოლექშენში“, One Point-ის ორგანიზებით ბიზნეს სამიტი „მერიტო“ ჩატარდა. ღონისძიებამ სხვადასხვა სფეროს პროფესიონალების დაჯილდოება და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ნეთვორქინგ აქტივობები გააერთიანა.

„მერიტო“ პროფესიონალების ყოველწლიური დაჯილდოებაა, რომლის მიზანია შიდა კორპორაციული მეწარმეობის წახალისება, დარგების განვითარება და ბიზნესში მოქმედი პროფესიონალების დაფასება.

შვიდ თვეში ეს უკვე მეორე ჯილდოა, რომელიც ზუკამ პროექტის ფარგლებში მოიგო. ეს გვაძლევს რწმენას, რომ რასაც ვაკეთებთ, მნიშვნელოვანია და მხოლოდ ერთად შეგვიძლია ქართული განათლების სისტემის განვითარება.

Wix-ზე გამოქვეყნებული ორიგინალი