ოფიციალურად მოგვენიჭა განათლების სამინისტროსა და განათლების ხარისხის ცენტრის სახელმწიფო აკრედიტაცია.
ა(ა)იპ მეურნეობა განათლებას მიენიჭა უფლება განახორციელოს პროფესიული მომზადების პროგრამა „სასათბურე პირობებში მარწყვის მოყვანა-მოვლა“ და კურსდამთავრებულებზე გასცეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი.
პროფესიული პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს სხდომა 2023 წლის 9 ნოემბერს გაიმართა.
კენჭისყრის შედეგი იყო: მომხრე — 8, წინააღმდეგი — 0.
გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ მეურნეობა განათლებას მიენიჭა პროფესიული მომზადების პროგრამის — „სასათბურე პირობებში მარწყვის მოყვანა-მოვლა“ — განხორციელების უფლება.
Wix-ზე გამოქვეყნებული ორიგინალი



