2023 წელი პროექტ Meurneoba-სთვის მნიშვნელოვანი და გარდამტეხი იყო — გავხსენით პირველი „მეურნეობა“ სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლაში და სკოლისთვის 500 კვ.მ მარწყვის სათბური ავაშენეთ.
იმავე წელს განათლების ხარისხის ცენტრსა და განათლების სამინისტროში სასწავლო პროგრამის აკრედიტაცია გავიარეთ და „2023 წლის ფერმერი საოკუპაციო ხაზთან“ ჯილდო მივიღეთ.
2024 წლის დასაწყისში პროექტს დაცვის კომპანია „ალგანი“ შემოუერთდა. კომპანიამ სათბურის უსაფრთხოებისთვის სათვალთვალო კამერები გადმოგვცა და მის დაცვაზე იზრუნა.
„ალგანის“ ჩართულობამ გვაგრძნობინა, რომ რასაც ვაკეთებთ, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. მადლობას ვუხდით კომპანიას ნდობისთვის, საჭირო დროს დახმარებისთვის და განათლების განვითარების საჭიროების გაზიარებისთვის.
ვისურვებთ, რომ „ალგანის“ საქციელი მისაბაძი იყოს სხვა კომპანიებისთვისაც — როგორც სოციალურ პროექტებში ჩართულობის, ისე საკუთარი თანამშრომლების დაფასების მიმართულებით.
Wix-ზე გამოქვეყნებული ორიგინალი



