დასრულდა ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ზემო ნიქოზის სკოლაში ჩვენი პროექტის პირველი ეტაპი — 500 კვ.მ მარწყვის სათბურის მშენებლობა და მარწყვის დარგვა.
პროექტი „მეურნეობა“ გულისხმობს ქართული საჯარო სკოლებისთვის მცირე და საშუალო საწარმოების შექმნასა და Enterprise to School სწავლების მეთოდის დანერგვას.
მოსწავლეები პრაქტიკაში შეძლებენ ისწავლონ საწარმოო და აგროტექნოლოგიები, მარკეტინგი, გაყიდვები, ბრენდინგი, მართვა, ლოჯისტიკა და მეწარმეობა.
ქართულ სკოლებს ექნებათ საკუთარი, დამოუკიდებელი შემოსავალი, რომელსაც განვითარებისთვის საჭირო პროექტებში დახარჯავენ.
პირველი საპილოტე ლოკაციაა შიდა ქართლის რეგიონი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ზემო ნიქოზი — ქალაქ ცხინვალის მოსაზღვრე სოფელი.
ზემო ნიქოზის სკოლაში 161 მოსწავლე სწავლობს. პროექტის შემდეგ ეტაპზე იგეგმება მიწის დამუშავება, მარწყვის დარგვა, კაფეს მოწყობა, მშვიდობის ფესტივალის დაფუძნება და სხვა აქტივობები.
Wix-ზე გამოქვეყნებული ორიგინალი



