ყველა სიახლე

აანთე მადლიერების ველი ჩვენთან ერთად

სოფელ ზემო ნიქოზში შექმნილი მადლიერების ველი პროექტ „მეურნეობის“ განვითარებას ეხმარება.

აანთე მადლიერების ველი ჩვენთან ერთად

მადლიერების ველი არის სივრცე სოფელ ზემო ნიქოზში, ჩვენი საგანმანათლებლო პროექტის ტერიტორიაზე, რომელსაც ყოველთვიურად ახალი მანათობლები ემატება.

თითო მანათობელი ადრესატის სახელზე ინთება. მას ახლავს აღმნიშვნელი, ხუთი წლის მოვლა და სპეციალური ბარათი, რომელიც ადრესატს გამგზავნის სახელით ეგზავნება.

პროექტი „მეურნეობა“ ვერ იარსებებდა ფანდრაიზინგ კამპანიის „Thankyou.ge — მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებ“ გარეშე. კამპანიიდან მიღებული თანხით ზემო ნიქოზის სკოლაში პირველი მარწყვის სათბური ავაშენეთ.

მადლიერების ველის მიზანია ადამიანებისთვის მადლობის გადახდის გამარტივება და სოფლის ტერიტორიაზე ახალი, ყველასთვის საყვარელი სივრცის შექმნა.

ველის გარშემო იგეგმება კაფე, მშვიდობის ბაღი და ყოველწლიური მადლიერების დღის აღნიშვნა.

This will shine for you forever!

შემოსული თანხა სრულად მოხმარდება პროექტ „მეურნეობას“, რომელიც ქართულ სკოლებში მცირე და საშუალო საწარმოების მოწყობას ითვალისწინებს.

Wix-ზე გამოქვეყნებული ორიგინალი