ყველა სიახლე

„მეურნეობა“ მუხრანის სკოლაშიც იხსნება

მუხრანის რეგიონალური ეკონომიკური განვითარების ფონდის ჩართულობით Meurneoba მეორე სასკოლო საწარმოს ხსნის.

„მეურნეობა“ მუხრანის სკოლაშიც იხსნება

ოფიციალურად ვაცხადებთ მორიგ კარგ ამბავს — Meurneoba.ge მეორე საწარმოს ხსნის.

მუხრანის რეგიონალური ეკონომიკური განვითარების ფონდთან გაფორმებული ხელშეკრულება გულისხმობს მუხრანის ნიკო ბურის სახელობის N1 საჯარო სკოლაში ჩვენი პროექტის დაწყებას.

Meurneoba.ge შვიდ თვეში გაფართოვდა და უკვე მეორე ქართულ საჯარო სკოლას ექნება საკუთარი საწარმო და დამოუკიდებელი შემოსავალი. სკოლაში აშენდება სათბური, სადაც მოსწავლეები კიტრის კულტურას მოიყვანენ.

მადლობას ვუხდით ფონდს, მის დამფუძნებელს დოქტორ ფრედერიკ პოლსენს და გუნდს გამოცხადებული ნდობის, პარტნიორობისა და მხარდაჭერისთვის.

ჩვენი მიზანია ყველა ქართულ სკოლას ჰქონდეს საკუთარი საწარმო და შემოსავალი, ხოლო ბავშვებმა სკოლის პერიოდში პრაქტიკაში ისწავლონ კომპანიის შექმნა, მართვა და განვითარება.

Meurneoba.ge გულისხმობს სკოლებისთვის მცირე და საშუალო საწარმოების შექმნასა და Enterprise to School სწავლების მეთოდის დანერგვას.

პროექტის შედეგად მოსწავლეები პრაქტიკაში სწავლობენ აგროტექნოლოგიებს, მარკეტინგს, გაყიდვებს, ბრენდინგს, მართვას, ლოჯისტიკასა და მეწარმეობას.

Wix-ზე გამოქვეყნებული ორიგინალი