ყველა სიახლე

სპარი ჩვენი პარტნიორია

სუპერმარკეტების ქსელი სპარი Meurneoba-ს მადლიერების კამპანიას შეუერთდა.

სპარი ჩვენი პარტნიორია

2023 წელი ჩვენი პროექტისთვის მნიშვნელოვანი იყო: ზემო ნიქოზის საჯარო სკოლაში ავაშენეთ 500 კვ.მ მარწყვის სათბური, გავიარეთ სასწავლო პროგრამის აკრედიტაცია და მივიღეთ „2023 წლის ფერმერი საოკუპაციო ხაზთან“ ჯილდო.

წლის ბოლოს მადლიერების კამპანიას სუპერმარკეტების ქსელი „სპარი“ შეუერთდა. მისი დახმარება პროექტისთვის ყველაზე კრიტიკულ დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

„Thankyou.ge — მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ“ ჩვენი ფანდრაიზინგ კამპანიაა, რომელიც ადამიანებს ერთმანეთის მიმართ მადლიერების გამოხატვაში ეხმარება.

„სპარმა“ საახალწლოდ თავის 2,900 თანამშრომელს ჩვენი მადლიერების მარწყვი ქოთანში, მისალოც ბარათებთან ერთად გაუგზავნა და თითოეულ მათგანს პერსონალურად გადაუხადა მადლობა.

მადლობას ვუხდით „სპარს“ ნდობისთვის, დახმარებისთვის და განათლების განვითარების საჭიროების გაზიარებისთვის.

Wix-ზე გამოქვეყნებული ორიგინალი